სალივანი – აშშ-ის პასუხი არ იქნება დამოკიდებული რუსული ბირთვული იარაღის განადგურების მასშტაბებზე

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების პასუხი იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, არ იქნება დამოკიდებული იმაზე, იქნება ეს ტაქტიკური იარაღი თუ უფრო ფართო მასშტაბის, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
სალივანის თქმით, ნატოს მოკავშირეებმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა, უნდა “გაუგზავნონ ძალიან მკაფიო და ძლიერი სიგნალი რუსეთს, რომ მოსკოვმა არ უნდა განიხილოს ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ ომში”.
მისივე თქმით, აშშ არ მოითმენს რუსეთის რაიმე სახის ბირთვულ დარტყმას უკრაინაზე.
სალიმანის თქმით, აშშ არ დათანხმდება ე.წ. salami slicing-ის ტაქტიკას (როდესაც ვინმე რაღაცას აკეთებს ნელა და ეტაპობრივად, რათა ადამიანებმა ვერ გააცნობიერონ რა ხდება).
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, სახიფათოა იმის ფიქრი, რომ არსებობს რაიმე განსხვავება ბირთვული იარაღის გამოყენებაში.
თაგები:
ჯეიკ სალივანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


