სალივანი – აშშ-მა ირანი ისრაელში ომის ესკალაციის შედეგებზე გააფრთხილა


ავტორი
Front News საქართველო
შეერთებულმა შტატებმა ბოლო დღეებში გამართა მოლაპარაკებები ირანთან უკუკავშირის არხებით, რათა გაეფრთხილებინა თეირანი ისრაელში ომის ესკალაციის შესახებ, რამდენადაც ისრაელის ჯარები ამზადებენ სახმელეთო შეტევას შაბათ-კვირას “ჰამასის” მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს პირადი კომუნიკაციის საშუალებები ირანთან და გამოვიყენეთ ისინი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რათა განვმარტოთ ის, რაც საჯაროდ ვთქვით“, – აღნიშნა მან.
სალივანის თქმით, შეერთებული შტატები არ გამორიცხავს კონფლიქტში ირანის ჩარევის შესაძლებლობას და აკონტროლებს როგორც თეირანის უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას, ასევე “ჰეზბოლას” საქმიანობას ლიბანის საზღვარზე.
მისივე განცხადებით, შეერთებულ შტატებს ამჟამად არ გააჩნია დაზვერვის ახალი მონაცემები, რომელიც მიუთითებს ესკალაციის გაზრდილ რისკზე, მაგრამ ირანი გააფრთხილა, რომ თუ “ისრაელის ომის დანაშაულები და გენოციდი დაუყოვნებლივ არ შეჩერდება, სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს”.
თაგები:
ჯეიკ სალივანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს