სალივანი – ომი ჩიხში არ არის, ვხედავთ, როგორ აგრძელებს უკრაინა ტერიტორიების დაბრუნებას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ომი ჩიხში არ არის, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ ქვეყნის ტერიტორიის მტრისგან მეთოდურად გათავისუფლებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები რუსეთის მუდმივი თავდასხმების ფონზე ქვეყნის სამხრეთში პროგრესირებენ.
“ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ გვესმოდა, რომ ბრძოლის ველი ძალიან დინამიკურია. ვხედავთ, როგორ აგრძელებს ის (უკრაინა) ტერიტორიების მეთოდურად და სისტემატურად დაბრუნებას”, – განაცხადა სალივანმა.
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ ივლისში განაცხადა, რომ უკრაინის ფრონტზე ჩიხი შეიქმნა და უკრაინის ხელისუფლებას სავარაუდოდ, კონფლიქტის დასრულების პოლიტიკურ ვარიანტზე დაფიქრება მოუწევს.
ამავდროულად, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ უკრაინის ომში წინსვლის შესაძლებლობების ფანჯარა 2023 წლის ბოლომდე დაიხურება.
მიუხედავად ასეთი განცხადებებისა, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ წარმატების დემონსტრირებას ფრონტზე. მათ ახლახან მოახდინეს დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინეს დეოკუპაცია, ახლა კი რუსებისგან ზაპოროჟიეს რაიონის სოფელი რაბოტინოს გათავისუფლებას ცდილობენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს