სალივანი – საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებულები ვართ ამის გამო, – ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში.
“ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებულები ვართ ამის გამო. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. არა მგონია, საქართველოში ვინმეს სურდეს საკუთარი ქვეყანა ჩადოს სხვა ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ჩინეთის”, – განაცხადა ჯეიკ სალივანმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს