სალივანი – უკრაინის კონტრშეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ნიშნავს, რომ უკრაინა აპირებს ბრძოლას თავისი ტერიტორიებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის კონტრშეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ნიშნავს, რომ უკრაინა აპირებს ბრძოლას თავისი ტერიტორიებისთვის და არ დაუშვებს, რუსეთმა უკარნახოს თავისი პოლიტიკური გეგმები, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
“უკრაინელმა სამხედროებმა მიაღწიეს პროგრესს სამხრეთშიც და აღმოსავლეთშიც, ეს ნიშნავს, რომ ომი არ მიდის მხოლოდ ერთი მიმართულებით და უკრაინის არმია ატოვებინებს რუსებს იმ პოზიციებს, რომელიც დაკავებული ჰქონდათ. ეს კარგია, როგორც ბრძოლის ველზე ტაქტიკური თვალსაზრისით, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისითაც, რომ მოსკოვმაც და დანარჩენმა მსოფლიომაც ნათლად დაინახონ, რომ უკრაინა ტერიტორიის დაბრუნებას აპირებს“, – განაცხადა სალივანმა.
მისი თქმით, უკრაინული ჯარების ზეწოლა ფრონტის ხაზზე ხარკოვისა და ხერსონის რაიონებში გავლენას ახდენს რუსების უნარზე შეტევა განახორციელონ სხვა მიმართულებით.
“ეს ასევე ემსახურება უკრაინული ძალების უფრო დიდ სტრატეგიულ მიზნებს. და ბოლოს, ეს კონტრშეტევა გვიჩვენებს, რომ უკრაინა აპირებს ბრძოლას ოკუპირებული ტერიტორიებისთვის და არ აპირებს, რომ უბრალოდ დაუშვას რუსეთი წინ წავიდეს პოლიტიკური გეგმებით”, – განაცხადა სალივანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საბოლოოდ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, მაგრამ ამ მოლაპარაკებების წესრიგს და ხასიათს უკრაინა განსაზღვრავს.
თაგები:
ჯეიკ სალივანი

უკრაინა გამარჯვებას უახლოვდება – უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებების მოკლე ქრონიკა ომის 500 დღის განმავლობაში

ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთი თუ შეწყვეტს ბრძოლას, ომი აღარ იქნება, მაგრამ უკრაინა თუ შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება

რეზნიკოვი – კონტრშეტევა უკვე დაგეგმილია რამდენიმე მიმართულებით