
ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. ამჯერად, სასულიერო პირები ერთმანეთს სალხინოს მამათა მონასტერში დაუპირისპირდნენ.
მსახური ბერ-მონაზვნების გაღიზიანება მონასტრის ეზოში იღუმენ გრიგოლ დარსალიას გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც მეუფე სტეფანემ სალხინოს ეკლესიის ახალ წინამძღვრად რამდენიმე დღის წინ დანიშნა.
ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხის ბრალდებით, იქ მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა. სასულიერო პირების ნაწილი მეუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ მიტროპოლიტს არ დაემორჩილება. მათ მიმართვა გაგზავნეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან. ისინი ითხოვენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს სინოდის სხდომა.
თავის მხრივ, სალხინოს ეკლესიის ახლადდანიშნული მოძღვარი გრიგოლ დარსალია აცხადებს, რომ ის მეუფის ლოცვა-კურთხევით იმყოფება მონასტერში, სადაც წირვა უნდა აღავლინოს, ხოლო დაპირისპირებულ მხარეს სინანულისკენ მოუწოდებს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს