სალხინოს ტაძრის ეზოში სასულიერო პირები და მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ავტორი
Front News საქართველო
ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს მონასტერში პოლიციის დახმარებით შევიდა. მიტროპოლიტს სასულიერო პირების ნაწილი ტაძარში შესვლის უფლებას არ აძლევდა.
მანამდე კიდევ ერთი დაპირისპირება მოჰყვა ტაძრის ეზოში ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას. ხელჩართული ჩხუბი სასულიერო პირებსა და სხვადასხვა ეპარქიიდან ჩასულ მრევლს შორის მოხდა.
"შეგნებულად მივედით სტეფანესთან, რომ ეს არ მომხდარიყო, განეიტრალებულიყო, ამიტომ ვთხოვეთ, რომ სხვაგან ჩაეტარებინათ წირვა და აქ, ნორმალურად ჩაეტარებინა თავის დანიშნულ მღვდელს. კარი გავუღეთ, ტაძარი დალაგებული დავახვედრეთ. ბზები მოკრეფილი დავახვედრეთ და მოვიდნენ და სწირონ.
ამის სანაცვლოდ, მოგვიყვანეს კეკუტია, რომელიც გაფრთხილებული გვყავდა, რომ ჩვენ მას არ მივიღებდით. მტერია ეგ ჩვენი, მარტო ჩვენი კი არა, ამ სოფლის მტერია. კეკუტიას გამოჩენამ გამოიწვია ეს, თორემ ღმერთმა იცის, რომ მე სტეფანეს ვღებულობდი ჩვეულებრივად, პოლიციამაც და ყველამ იცოდა ეს, მაგრამ გადაგვიარეს რა! ეს არის დღევანდელი ცხოვრება", – აცხადებს მამა დანიელი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის გამოკითხვაზე ორი ადამიანი იმყოფება
თაგები:





