სალომე ღონღაძე – რაც მმართველი პარტია დავტოვე და გახარიას გუნდს შევუერთდი, მიმდინარეობს სრულიად უკანონოდ ადევნება, თვალთვალი, შანტაჟი, მუქარა


ავტორი
Front News საქართველო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სალომე ღონღაძე, რომელმაც “ქართული ოცნება” დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, მასსა და მისი გუნდის წევრებისადმი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ საუბრობს.
“მას შემდეგ, რაც მივიღე მმართველი პარტიის დატოვების გადაწყვეტილება და შევუერთდი გიორგი გახარიას გუნდს, იმ პირების მიმართ ვისაც ვხვდებოდი გუნდის ფორმირების ეტაპზე, მიმდინარეობდა სრულიად უკანონოდ ადევნება, თვალთვალი, შანტაჟი, მუქარა სრულიად მიუღებელი ხერხებით – იმ ხერხებით, რასაც ჩვენ წინა ხელისუფლებას არ ვპატიობდით. მათ შორის – ჩემზე შემოთვალეს, რომ შევეშვა გუნდის ფორმირებას, თორემ მუნიციპალიტეტის კი არა შეიძლება ქვეყნის დატოვება მომიწიოს. იმუქრებიან ბიზნესის ჩამორთმევით, პირადი კადრების გავრცელებით.
ჩვენს მიმართ მიმდინარეობს სრულიად მიუღებელი, მიზანმიმართული დევნა. სხვადასხვა უწყებების მხრიდან – ძალოვანი სტრუქტურების მიერ მიმდინარეობს შანტაჟი, მუქარა დაშინება და ჩემს მიმართ, კონკრეტულად, ვფიქრობ როგორც ქალი კანდიდატის მიმართ ასევე არის ეს გარემოება“, – განაცხადა ღონღაძემ.
სალომე ღონღაძე ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის დატოვების და გახარიას გუნდში გადასვლის გამო მის და მისი გუნდის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა კიდევ მეტად დაარწმუნა საკუთარი ნაბიჯის სისწორეში.
“ეს ყველაფერი გვარწმუნებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ – რა თქმა უნდა, ჩემი გუნდის არცერთ წევრს არ ეშინია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არჩევნებისთვის“, – აცხადებს სალომე ღონღაძე.
თაგები:
გახარიას გუნდი

ლაგოდეხის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნება“ დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა

გიგა ორკოდაშვილი – მას შემდეგ, რაც შევუერთდი გახარიას გუნდს, ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლა ჩემზე, ჩემს ახლობლებსა თუ პარტიის მხარდამჭერებზე

სალომე ზურაბიშვილი – ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას