Logo

სალომე სამადაშვილი – ამ ქვეყანას ამზადებენ იმისთვის, რომ ხვალ შეიძლება საქართველოს მოქალაქეები გაიწვიონ საბრძოლველად რუსეთის სასარგებლოდ

პოლიტიკა
942
Frontnews image description

იმ მთავრობას, რომელსაც  სლოგანად აქვს გადაქცეული რაღაც მშვიდობა, ეს ხალხი რეალურად, ამ ქვეყანას ამზადებს იმისთვის, რომ ხვალ შეიძლება საქართველოს მოქალაქეები გაიწვიონ საბრძოლველად ჯარში ევროპის და დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა არის უზარმაზარი გლობალური პროცესი, სადაც შეიძლება, საქართველომ  ყველაფერი დაკარგოს.

“მე არ მგონია, რომ არსებობს ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ საბიუჯეტო დაფინანსება გაქვს თუ არა, ეს განსაზღვრავს ბიძინა ივანიშვილს და რუსეთს დაამარცხებ თუ არა? ეს ხომ აბსურდია. კონსტიტუცია დღეს საქართველოში არის ფარატინა ქაღალდი, არანაირი ძალა არ აქვს და კაცი იღებს კანონებს, რომ აქ შემოტანილი თავისი ქონების განბაჟების ფული არ გადაიხადოს.  დღეს სასწორზე ამ დევს  სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დევს.

ქართველებს გვაქვს გამოთქმა, რომელიც სხვებს არ აქვთ – “რაღაც იქნება”. არაფერი არ იქნება, არსებობს ახლა, ამ ისტორიულ მომენტში შესაძლებლობების ფანჯარა. ან ამ ფანჯარაში საქართველო შევა და გააღწევს სამშვიდობოს, ან შეიძლება, დარჩეს ისეთ სივრცეში, სადაც პოლიციელები რომ დადიან სახლებში, მათ და მათ შვილებს მოუწევთ პუტინის ჯარში მსახურება. იმ მთავრობას, რომელსაც  სლოგანად აქვს გადაქცეული რაღაც მშვიდობა, ეს ხალხი რეალურად, ამ ქვეყანას ამზადებს იმისთვის, რომ ხვალ შეიძლება საქართველოს მოქალაქეები გაიწვიონ საბრძოლველად ჯარში ევროპის და დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ.

ახლაა უზარმაზარი გლობალური პროცესი და ძალიან  მარტივად შეიძლება, რომ საქართველომ არა მხოლოდ ყველაფერი დაკარგოს, არამედ აღმოჩნდეს ისეთ უბედურებაში ჩაკეტილი, რომ კიდევ ბევრმა თაობამ ვეღარ გააღწიოს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები