სალომე სამადაშვილი – ჩვენ გვჭირდება პასუხი შეკითხვებზე და კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი არ აგრძელებდეს საქმიანობას


ავტორი
Front News საქართველო
დღეს ოფიციალურად მივმართავ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს. გვაინტერესებს ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
“გუშინ მთავრობის წევრები და რუსული ოცნების წარმომადგენლები, მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ, თითქოს, პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ, სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. არ წარმოადგენს, იმიტომ, რომ თანხები, რომელიც ამაში დაიხარჯა არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ეს თანხები არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული, მაშინ საქმე გვაქვს პრემიერ-მინისტრის მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასთან.
შესაბამისად, იმის პარალელურად, რომ დღეს ჩვენ ვამზადებთ იმპიჩმენტის შესაბამის პროცედურას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. დღეს ოფიციალურად მივმართავ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს. გვაინტერესებს ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას; გვაინტერესებს პირველად მოხდა თუ გასული 5 წლის განმავლობაში იყო სხვა შემთხვევები, როდესაც ღარიბაშვილმა ისარგებლა სახელმწიფო რესურსებით საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ და საკუთარი მიზნებისთვის; გვაინტერესებს ვინ გადაიხადა ამ სამთავრობო თვითმფრინავის ქირაობის ღირებულება ანუ ვინ არის ის პირი,რომელმაც, სავარაუდოდ, ქრთამი შესთავაზა პრემიერ-მინისტრს. ყველა ეს შეკითხვა საჭიროებს უსწრაფეს პასუხს. მგონი, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული, მექრთამე პრემიერი, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ვიცოდეთ, ვინ მონაწილეობს კორუფციის მეორე მხარეს. კორუფციას ყოველთვის ჰყავს როგორც ამღები, ასევე მიმცემი.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახეზეა სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაული. ვისაც სჯერა, რომ ის პროკურატურა, რომელიც მთლიანად კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, გამოიძიებს და დაადგენს სიმართლეს ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ, ცხადია, შეუძლია მიმართოს პროკურატურას, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ – პასუხი შეკითხვებზე და კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი არ აგრძელებდეს საქმიანობას საკუთარ თანამდებობაზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი – არცერთ თქვენგანს, ვისაც დღეს გქვიათ პრემიერ-მინისტრი ან მინისტრი, აღარ გაგაჩნიათ არანაირი ნდობა ევროპაში

სალომე ზურაბიშვილი – იზოლაციის საფრთხე ჩნდება, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი!

სალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერ-მინისტრს მიესალმოს და შემდეგ უმაღლეს მთავარსარდალს