Logo

სალომე სამადაშვილი – ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რომ ვიცოდეთ, ვინ შემოდის

პოლიტიკა
697
Frontnews image description

როგორ ფიქრობთ, რუსი ტურისტები ეკონომიკური თვალსაზრისით სხვაგან არ არიან მნიშვნელოვანი? მაგრამ არსებობს უსაფრთხოების გამოწვევები და არსებობს ამ საქმის მორალური და პოლიტიკური მხარე, – აცხადებს პარტია “ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

 

მისი თქმით, “ლელოს” ინიციატივა რუსეთის მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის  დაწესების შესახებ ქვეყანას არც ეკონომიკურად დააზარალებს და უსაფრთხოების გამოწვევებსაც უპასუხებს.  

 

“ომის დაწყების შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ ჩვენ რუსეთთან უვიზო რეჟიმი აღარ გამოგვადგებოდა,  დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმაც გადახედეს სავიზო რეჟიმს, საუბარია ქვეყნებზე, რომლებიც გაცილებით უკეთ არიან დაცული, ვიდრე საქართველო.  მათ სავიზო რეჟიმი ჰქონდათ რუსეთთან და კიდევ უფრო გაამკაცრეს. 

 

საქართველოს აქვს უპრეცედენტოდ ლიბერალური უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან. ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ გამარტივებული სავიზო რეჟიმი, რომ ჩვენ ვიცოდეთ, ვინ შემოდის. ეს არც ტურიზმის დააზარალებს,  რადგან 30 დღეზე მეტი შვებულება არც არავის აქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა. 

 

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებსაც აქვთ ეკონომიკური ინტერესები, თუმცა არსებობს ამ საქმის მორალური და პოლიტიკური მხარე.   

 

“როდესაც ყველა ქვეყანა ფიქრობს,  როგორ გაართულოს  რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლა, როგორ ფიქრობთ, რუსი ტურისტები ეკონომიკური თვალსაზრისით სხვაგან არ არიან მნიშვნელოვანი? ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები, მაგალითად ისეთ ქვეყანას,  როგორიც ბულგარეთია, ან ის ქვეყნები, სადაც ტრადიციულად მაღალი იყო რუსი ტურისტების ჩასვლა, მაგრამ არსებობს უსაფრთხოების გამოწვევები და არსებობს ამ საქმის მორალური და პოლიტიკური მხარეც.  შესაბამისად,  ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის 20 % არის ოკუპირებული, განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხები. სავიზო რეჟიმის დაწესების ისეთი ფორმულა შეიძლება მოიძებნოს,  რომ ამან განამტკიცოს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და არ იმოქმედოს ნეგატიურად ეკონომიკაზე“ , – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები