
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი გასული თვის მანძილზე, ფაქტობრივად, ემზადებოდა იმისთვის, რომ ბრიტანეთის იურისდიქციის მიერ მასზე სანქციების დაწესების შემთხვევაში, გადაემალა საკუთარი ქონება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ივანიშვილს ვერ დაეხმარება.
“ივანიშვილი გასული თვის მანძილზე, ფაქტობრივად, ემზადებოდა იმისთვის, რომ ბრიტანეთის იურისდიქციის მიერ მასზე სანქციების დაწესების შემთხვევაში, გადაემალა საკუთარი ქონება. ეს მას ვერანაირად ვერ დაეხმარება, რადგან უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მიღებული, როგორც ბრიტანეთს, ასევე დასავლეთს.
დარწმუნებული ვარ, ბრიტანეთში სანქციების პოლიტიკური მხარდაჭერა იქნება იმიტომ, რომ დღეს როდესაც ივანიშვილი არის ღიად მხილებული პუტინის მოკავშირე, ცხადია, რომ დასავლეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მისი მაქსიმალური შევიწროება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს