სალომე სამადაშვილი – დასავლეთი ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მისამართით საჯარო კრიტიკული განცხადებების გაკეთებას ერიდება

ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთი ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების მისამართით საჯარო კრიტიკული განცხადებების გაკეთებას ერიდება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის “ლელო -პარტნიორობა საქართველოსათვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა სამი დეპუტატის, მათ შორის “ლელოს” ლიდერის ბადრი ჯაფარიძისათვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიზანმიმართულად დაასუსტოს პროდასავლური ოპოზიცია.
“ჩემთვის ეს არის ხელისუფლების სისუსტის გამოვლინება. ბადრი და მე ვიყავით რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში და ზუსტად ვიცით, როგორ იქნება ეს აღქმული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორია დამოკიდებულება დღეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, დასავლეთი დღეს საჯარო გზავნილებში არის ძალიან ფრთხილი, მათ მიაჩნიათ, რომ ამ სიტუაციაში, უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენი ტიპის ქვეყნის მიმართ დღეს საჯარო დარტყმა იქნება რუსეთის ინტერესებზე წყლის დასხმა.
“ქართული ოცნება” კი ამ სიტუაციაში რას აკეთებს? იმის ნაცვლად, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვართ, მოხდეს შიდა პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია, საერთო ეროვნული ამოცანების გარშემო, მათ შორის ოპოზიციასთან მოიძებნოს საერთო ენა, ისინი ცდილობენ დაასუსტონ დემოკრატრიული პროდასავლერი ოპოზიცია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
თაგები:
სალომე სამადაშვილი




