
ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთის მხარდაჭერა სულ უფრო მკაფიო ხდება ქართველი ხალხის მიმართ, სულ უფრო მკაფიო ხდება ხალხის მიერ აღქმა ამ ბრძოლის ამოცანის და იმისა, თუ რა დევს სასწორზე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმ ადამიანების წრე ფართოვდება, ვინც იცის, რომ ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
“მიმდინარეობს გლობალური დაპირისპირება, ეს დაპირისპირება არის თავისუფლების გადასარჩენად. ამის ნაწილი ვართ ჩვენც. საქართველოში რაც ხდება, ეს არ არის მოწყვეტილი გლობალურ პროცესებს, ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ გლობალური დაპირისპირების, რომელიც ავტოკრატიებს და თავისუფალ სამყაროს შორის არის.
მე ვიცი ის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა სულ უფრო მკაფიო ხდება ქართველი ხალხის მიმართ, სულ უფრო მკაფიო ხდება ხალხის მიერ აღქმა ამ ბრძოლის ამოცანის და იმისა, თუ რა დევს სასწორზე. იმ ადამიანების წრე ფართოვდება, ვინც იცის, რომ ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. მჯერა გამარჯვების იმიტომ, რომ მჯერა ჩემი ხალხის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს