სალომე სამადაშვილი – დავით ბაქრაძე ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა, იცავდა “ქართული ოცნების“ და ივანიშვილის ინტერესებს

ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძე წლების მანძილზე იყო „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული ელჩი, რომელიც ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა, იცავდა “ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.
“მისი დაჯილდოება მოხდა იმით, რომ ის წარადგინეს დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ ყველზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე. გაერო-ში ელჩი არის შეიძლება ითქვას, ყველაზე მაღალი რანგის დიპლომატიური თანამდებობა.
საქართველოს პრეზიდენტმა სწორად აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძეს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონში და ამიტომ თავს იკავებდა მისი დანიშვნის ბრძანების ხელმოწერისგან. რატომ გადახედა საკუთარ გადაწყვეტილებას, ამაზე განმარტება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს.
ჩემი აზრია, რომ ბატონი ბაქრაძე არის პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი, რომელიც ემსახურებოდა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი




