სალომე სამადაშვილი – დღეს, საქართველოში პირველად, ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომელმაც საკუთარი ლეგიტიმაცია თავად გააუქმა


ავტორი
Front News საქართველო
საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვიღებთ იმ რეალობას, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს გაფორმდა საბოლოოდ ქვეყანაში, რასაც ჰქვია არა მხოლოდ ევროპული მომავლის გაუქმება, არამედ სახელმწიფოს გაუქმება რეჟიმის მიერ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს, საქართველოში პირველად, საქართველომ მიიღო პარლამენტი, რომელმაც საკუთარი ლეგიტიმაცია თავად გააუქმა, რადგან თუ აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, დღეს ივანიშვილის დანიშნულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ გაეფორმებინათ საკუთარი არაკონსტიტუციურობა.
“საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვიღებთ იმ რეალობას, რომელიც, ფაქტობრივად, დღეს გაფორმდა საბოლოოდ ქვეყანაში, რასაც ჰქვია არა მხოლოდ ევროპული მომავლის გაუქმება, არამედ სახელმწიფოს გაუქმება რეჟიმის მიერ. ჩემი პოზიცია ის არის, რომ უნდა შედგეს პროტესტი და ამ დროს ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა ვართ ბრძოლის დასაწყისს ეტაპზე და არავის არ უნდა ჰქონოდა ილუზია, რომ დღევანდელ დღეს ეს ბრძოლა დასრულდებოდა. “ძლიერი საქართველოს” სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ კვირების მანძილზე, ყოველ დღე ამას ვამბობთ, რომ, ჩვენ გვჭირდება საშუაოლოვადიანი, გრძელვადიანი ბრძოლის გეგმა, რადგან ეს ბრძოლა ახლა იწყება, ამ ბრძოლამ უნდა მოიკრიბოს ძალა და გაიმარჯვოს რეჟიმზე, სწორედ ამიტომ, არ გვითქვამს ჩვენ არასდროს, რომ, რომელიმე დღე იყო ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. დღეს, საქართველოში პირველად, ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომელმაც საკუთარი ლეგიტიმაცია თავად გააუქმა, რადგან თუ აქამდე საუბარი იყო იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა, დღეს ივანიშვილის დანიშნულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ გაეფორმებინათ საკუთარი არაკონსტიტუციურობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი – ჩვენ გვჭირდება პასუხი შეკითხვებზე და კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი არ აგრძელებდეს საქმიანობას

სალომე სამადაშვილი – მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, საქართველოს დღეს არ ჰყავს ლეგიტიმური პარლამენტი

სალომე სამადაშვილი – დღეს მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ხმით გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი