
ავტორი
Front News საქართველო
“ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა საქართველოს პარლამენტში არის ცალსახად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟი. ეს ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, პირველად დასანქცირდა თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, როდესაც შეგვიწყვიტეს დახმარება”, – ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
“დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ დროულად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რათა არ დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა. ის რასაც თქვენ აკეთებთ თუნდაც, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით – ეს არის საფრთხე იმისა, რომ საქართველო დადგება დარტყმის ქვეშ. რუსეთთან პირდაპირი ფრენები ნიშნავს იმას, რომ ასჯერ გაიზრდება საფრთხე – საქართველო გამოყენებული იქნას სანქციების გვერდის ავლის მიზნით. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება საფრთხე და თქვენი დამსახურებით, ქვეყანამ არა მხოლოდ დაკარგოს ევროპული მომავალი არამედ, ასევე აღმოჩნდეს სანქციების ქვეშ. დიახ, ჩვენ გვირჩევნია დასანქცირდეს ივანიშვილი, დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც დღეს ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და რათა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი გადავარჩინოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, 1 წლის წინ, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, დაიხურა შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ საქართველოს შარშან მიეღო კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
“მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ სანამ არ გაიხსნება ნიკა გვარამიას საკნის კარები, ჩვენ წარმატების არანაირი შანსი არ გვექნება იმიტომ, რომ პოლიტიკური პატიმრების პირობებში მყოფ ქვეყანას ევროპაში ადგილი არ აქვს. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის დღეს ერთადერთი გზა, რომლითაც „ქართული ოცნება“ საბოტაჟს უწევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს