სალომე სამადაშვილი – დრო არ ითმენს და თუ კონსენსუსი ვერ დგება, მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება დაიწყონ ქვეყნებმა დამოუკიდებელ რეჟიმში


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან რთულ გარემოში, რომელიც დღეს არის შექმნილი, ძალიან მარტივი იქნება საქართველოს საკითხი საერთოდ ჩამოწერონ დღის წესრიგიდან, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციებთან დაკავშირებით თუ კონსენსუსი ვერ დგება ევროპულ საბჭოში, მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება დაიწყონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დამოუკიდებლად.
“ჩვენი პოზიცია არის, რომ დრო არ ითმენს და თუ კონსენსუსი ვერ დგება ევროპულ საბჭოში იმიტომ, რომ რუსეთის მოკავშირეები ბლოკავენ ამ საკითხს, მნიშვნელოვანია, რომ მოქმედება დაიწყონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დამოუკიდებელ რეჟიმში, დამოუკიდებლად ყველამ, ვისაც მიაჩნია და ასეთი არის უმრავლესობა დღეს, სანქციების დაწესება ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყოს ამ სანქციების შემოღება. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მაქსიმალურად ვლობირებთ იმას, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ზეწოლის აქტიური მექანიზმების გამოყენება.
ძალიან რთულ გარემოში, რომელიც დღეს არის შექმნილი, ძალიან მარტივი იქნება საქართველოს საკითხი საერთოდ ჩამოწერონ დღის წესრიგიდან. ამას დღეს აჩერებს მხოლოდ და მხოლოდ მეგობრების აქტიური პოზიცია, ამიტომ ყველა ვიზიტი, ყველა შეხვედრა და აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

შალვა პაპუაშვილი – მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირში მუშაობდა, სადაც სალომე სამადაშვილი იყო ხელმძღვანელი, დაქირავებულს ეძახის ადამიანს, რომელიც მასთან ერთად მუშაობდა, ამის მორიდებაც არ აქვს, რომ ასეთი ზიზღი არ აფრქვიოს

სალომე სამადაშვილი – ღარიბაშვილი თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ღიად და აშკარად დაარღვიოს, ამას ექნება შესაბამისი შედეგი

სალომე სამადაშვილი – არანაირი შანსი არ აქვს საქართველოს, რომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, თუ არ დაინიშნება ახალი არჩევნები