
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა “ვივამედის” კლინიკაში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, “მძიმედ დასნეულებული და დაუძლურებული, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა, არის პოლიტიკური კანიბალიზმი”.
“იმედია, ხვალ მიხეილ სააკაშვილს მიეცემა შესაძლებლობა, საჯაროდ მიმართოს სასამართლოს.
შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, მასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შერცხვება, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს უდიერად საუბრობს. მძიმედ დასნეულებული და დაუძლურებული, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა, არის პოლიტიკური კანიბალიზმი, მეტი არაფერი.
ვერ წარმომიდგენია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რაიმე სხვა დასკვნა გამოიტანოს, გარდა იმისა, რომ სასწრაფოდ გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ უცხოეთში”, – წერს სამადაშვილი.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს