
ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილის ხელისუფლება გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, როდესაც ცდილობს, რომ შეცვალოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით უნდა დასრულდეს ქვეყანაში რუსული ხელისუფლება.
“რუსული კანონი” უნდა იქნეს შეჩერებული, ამ ეტაპზე, ცხადია, ეს არის პირველი მოთხოვნა და მეორე – უნდა დაიწყოს ქვეყანამ მზადება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის, იმიტომ, რომ ძალიან ნათელია, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება გადის კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, როდესაც ცდილობს, რომ შეცვალოს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ. ამიტომ, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით უნდა დასრულდეს ქვეყანაში რუსული ხელისუფლება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ოპოზიციური პარტიების წევრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელს ხვდებიან, რომელიც საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფება.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს