
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან კარგია, რომ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური პარტია არის აქ ჩამოსული. ერთიანი ძალისხმევის შედეგი არის, რომ სწორი ინფორმაცია არის მიტანილი ევროსაბჭოს ყველა პოლიტიკურ ჯგუფამდე, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი.
“ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ 26 წლის მანძილზე საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი. ასევე, საერთოდ აღარ დგას დღის წესრიგში სრული უფლებამოსილების მინიჭება “ქართული ოცნების” და მისი დელეგაციის. აქ საუბარია, რომ ახლავე იყოს უარი უფლებამოსილების მინიჭებაზე, თუ დროებით. ეს გადაწყდება კენჭისყრისას, ამიტომ, წინასწარ არ მსურს, რაიმე ვთქვა.
ძალიან კარგია, რომ გამარჯვებული ყველა პოლიტიკური პარტია არის აქ ჩამოსული. ერთიანი ძალისხმევის შედეგი არის, რომ სწორი ინფორმაცია არის მიტანილი ევროსაბჭოს ყველა პოლიტიკურ ჯგუფამდე, ფაქტობრივად, ყველა წევრამდე. ასე რომ, მე მაქვს მოლოდინი, რომ გადაწყვეტილება იქნება ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს