
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ხელისუფლების მცდელობა, იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის “ლელოს საქართველოსათვის” თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #18 დაწესებულებასთან განაცხადა.
მისი თქმით, ამ დრომდე ევროპელ პოლიტიკოსებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება არ მიუღიათ.
“საქართველოში ჩამოვიდა სამი ევროპელი პოლიტიკოსი, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ასევე ლიტვის პარლამენტის ორი წევრი. მათ სურდათ ამ დაწესებულებაში დღეს მიხეილ საკაშვილთან პირადად შეხვედრა. სამწუხაროდ, 6 საათზე სრულდება ციხეში შესვლის შესაძლებლობა და მათ ამ წუთამდე იუსტიციის სამინისტროსგან არ მიუღიათ ნებართვა. მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ იზოლაციაში ამყოფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლისთვისაც, ცხადია, ევროპელ პოლიტიკოსთან პირადად შეხვედრა საპატიმროში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი” , – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მას აქვს შესაძლებლობა შევიდეს გლდანის ციხეში და ევროპელი პოლიტიკოსების წერილს მიხეილ სააკაშვილს ის თავად გადასცცემს.
მისივე თქმით, წერილს, ხელს აწერენ არა მხოლოდ ის პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში არიან ჩამოსულები, არამედ მაღალი რეპუტაციის მქონე სხვა ევროპელი პოლიტიკოსები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს