სალომე სამადაშვილი – ეს დასკვნა გვაჩვენებს რატომ გვჭირდება, ძალიან სწრაფად პოლიტიკური ცვლილებების უზრუნველყოფა

ავტორი
Front News საქართველო
ეს დასკვნა გვაჩვენებს რატომ გვჭირდება, ძალიან სწრაფად პოლიტიკური ცვლილებების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის, სადაც ადამიანის უფლებების მიმართულებით ასეთი მდგომარეობაა, დასავლეთთან დაახლოება რთული იქნება.
“დასკვნაში პირდაპირ არის საუბარი პოლიტიკური მდგენელით მართლმსაჯულების გამოყენებაზე, მაგალითად, „ლელოს“ ლიდერების წინააღმდეგ. საუაბრია იმაზე, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ქვეყანაში არ ხორციელდება. ის სურათი, რომელსაც ჩენ ვხედავთ ამ ანგარიშში, არის ძალიან მძიმე ჩვენი ქვეყნისა და იმ ამოცანებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ეს დასკვნა გვაჩვენებს რატომ გვჭირდება, ძალიან სწრაფად პოლიტიკური ცვლილებების უზრუნველყოფა. ასეთი მონაცემების ქვეყანა ადამიანის უფლებების მიმართულებით, სამწუხაროდ, ვერანაირს პროგრესს ვერ განიცდის ვერც ევროკავშირში გაწევრიანების და ვერც, ზოგადად, დასავლეთთან დაახლოების თვალსაზრისით“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი




