სალომე სამადაშვილი – ეს გახდება საფუძველი, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს ამ მოძალადე რეჟიმის სანქცირების პროცესი


ავტორი
Front News საქართველო
არა მხოლოდ “Amnesty International”, არამედ ეუთოც კი, რომელიც ძალიან კონსერვატიულია შეფასებებში, უმწვავეს შეფასებას აძლევს საქართველოში ორი კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს გახდება საფუძველი იმის, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საბჭო სანქციებს გადაწყვეტს.
“არა მხოლოდ “Amnesty International”, არამედ ეუთოც კი, რომელიც ძალიან კონსერვატიულია შეფასებებში, უმწვავეს შეფასებას აძლევს საქართველოში ორი კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, ძალადობას და მასობრივად დარღვევას ადამიანის უფლებების, რასაც ადგილი ჰქონდა. სწორედ ეს გახდება საფუძველი იმის, რომ მომავალ კვირას ევროკავშირის საგარეო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს ამ მოძალადე რეჟიმის სანქცირების პროცესი, ეს არის სწორედ მთავარი მოტივაცია”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“Amnesty International” საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარი აქციებზე, დარბევებს და ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზეა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს