Logo

სალომე სამადაშვილი – ევროპარლამენტი ემზადება მორიგი რეზოლუციისთვის, რადგან მიაჩნიათ, რომ არ არის საკმარისი, რაც ევროკავშირმა გააკეთა

პოლიტიკა
673
Frontnews image description

თაობების ნაშრომს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დავალებით გვაგდებინებს სანაგვეზე. ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა რუსეთმა თავისი მარიონეტული რეჟიმის დახმარებით, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციისთვის ემზადება.

“ის, რომ უკვე ევროსაბჭოს სივრციდან ამ ხელისუფლების გაძევებაზე არის საუბარი, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ წინ არ მივდივართ. თაობების ნაშრომს ბიძინა ივანიშვილი რუსეთის დავალებით გვაგდებინებს სანაგვეზე. ასე შევაფასებ მე იმას, რაც დღეს ხდება.

ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა რუსეთმა თავისი მარიონეტული რეჟიმის დახმარებით.

მე სტრასბურგიდან მივემგზავრები ბრიუსელში და უკეთესი წარმოდგენა მექნება, რა ნაბიჯები იქნება შესაძლებელი. ევროპარლამენტი ემზადება მორიგი რეზოლუციისთვის იმიტომ, რომ მათ მიაჩნიათ, არ არის საკმარისი, რაც ევროკავშირმა გააკეთა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Advertisement