
ავტორი
Front News საქართველო
მორიგი საერთაშორისო სკანდალი “ქართულ ოცნებას” არ ჭირდება მგონი, რომ სამ ევროპელ პოლიტიკოსს უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრაზე, – ამის შესახებ საპარლამენტი ფრაქცია “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარ ანა ფოტოგას და ორ ლიტველ დეპუტატს ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების ნებართვა მიღებული არ აქვთ
“ანა ფოტიგა და ორი ლიტველი პარლამენტარი არიან ჩამოსულები, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების მიზნით. ფაქტია, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ნებართვა, რომ ციხეში შევიდნენ, შესაბამისად გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა მიხეილ საკაშვილთან შეხვედრა უშუალოდ.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს წუთებში მივიღებთ ხელისუფლებისაგან ნებართვას, მორიგი საერთაშორისო სკანდალი, მე მგონი, “ქართულ ოცნებას” არ ჭირდება ამ წუთში, რომ სამ ევროპელ პოლიტიკოსს უარი უთხრას მიხეილ სააკაშვილთნ ციხეში შეხვედრაზე”, – განაცხადა სამადაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს