Logo

სალომე სამადაშვილი – “გორბის“ კვლევებს ხელისუფლება ყოველთვის იყენებს საკუთარი დღის წესრიგისთვის

პოლიტიკა
1508
Frontnews image description

რეალობა ისაა, რომ საკმაოდ აცდენაშია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობისაგან,  –  ამის შესახებ Front  News-ს  საპარლამენტიო ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა განუცხადა. 

 

მისი თქმით, მმართველმა ძალამ თავისი დაზიანებული რეპუტაციის გამოსასწორებლად „გორბის“ კვლევები მოიშველია.

 

“გორბის“ კვლევებს ხელისუფლება ყოველთვის იყენებს საკუთარი დღის წესრიგისთვის. რეალობა ისაა, რასაც  დამოუკიდებელი კვლევები რასაც აჩვენებს და რაც საკმაოდ აცდენაშია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განწყობისაგან. 

 

კვლევა ხელისუფლებამ შეუკვეთა, რადგან თავადაც იცის, რომ ძალიან დაზიანდა  იმ პოზიციების გამო,  რომელიც გააჟღერეს საჯარო სივრცეში  პრემიერ-მინისტრმა და მმართველი ძალის სხვა წარმომადგენლებმა უკრაინის ომთან დაკავშირებით. სწორედ ეს კვლევა არის პიარული სვლა „ქართული ოცნების“ პოზიციების გასამყარებლად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

 

“ტელეიმედის“ დაკვეთით  „გორბის“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში. ასევე, გამოკითხულთა 76,5% ეთანხმება მსჯელობას, რომ საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ქვეყანამ თავიდან აირიდოს ომი და განაგრძოს სტაბილური განვითარება. გამოკითხულთა 75,9% კი ეთანხმება, რომ რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები