Logo

სალომე სამადაშვილი – ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტი საგანგებო რეჟიმში იღებს რეზოლუციას, ნათელი გზავნილია ქართველი ხალხისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც

პოლიტიკა
1494
Frontnews image description

ევროპარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის “ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტია “სოციალისტური პარტია“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

 

“დღეს ევროპარლამენტში უნდა მსჯელობდნენ იმაზე, როგორ დაუჭირონ მხარი ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას, ამის ნაცვლად კი მსჯელობა უწევთ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენაზე. არ ვიცი, საბოლოოდ გავა თუ არა შესწორება ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნის თაობაზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტი საგანგებო რეჟიმში იღებს რეზოლუციას, ნათელი გზავნილია ქართველი ხალხისთვისაც და საქართველოს ხელისუფლებისთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს, სააკაშვილის პრობლემის გადაჭრა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

ევროპარლამენტში დღეს უყრიან კენჭს რეზოლუციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები