Logo

სალომე სამადაშვილი – ხელისუფლების არანაირი სამოქმედო გეგმის, არანაირი ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის სჯერა

პოლიტიკა
1359
Frontnews image description

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნების” სამოქმედო გეგმის და დაპირების არავის სჯერა.

 

“ხელისუფლების არანაირი სამოქმედო გეგმის, არანაირი ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის არ სჯერა. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსზე დადებითი დასკვნა ევროკომისიისგან, მიუხედავად მათ მიერ ჩაგდებული მოთხოვნებისა. იმედი მაქვს, რომ სტატუსზე მიიღება დადებითი გადაწყვეტილება, ასევე მათი მხრიდან მოთხოვნების შესრულების პროცესის ჩაგდების მიუხედავად.

 

რაც შეეხება “ლელოს”, ჩვენი გზავნილი არის მარტივი, ჩვენ დაინიციირებული გვაქვს ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებელი შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში და საჭიროა, რომ ის განიხილონ”, – განაცხადა სამადაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები