სალომე სამადაშვილი – კობახიძე შანტაჟის ენით ესაუბრება აშშ-ს, ახლა უკვე ევროკავშირს, როგორც ჩანს, მყარად აქვს გადაწყვეტილი ივანიშვილს, რომ ეს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს


ავტორი
Front News საქართველო
დღეს უკვე ევროკავშირის მისამართით მოვისმინეთ შანტაჟს ენით საუბარი, ჩვენ თუ ვერ მივიღეთ კანდიდატი წევრის სტატუსი, ამის მიზეზად გამოაცხადებენ, რომ არ ჩავერთეთ ომში, – ამის შესახებ Front News-ს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” დასავლეთთან დაპირისპირების გზას ადგას, მტრად აცხადებს ოპოზიციას და არასამთავრო ორგანიზაციებს და უპირისპირდება საერთაშორისო პარტნიორებს.
“სრული ისტერიკაა, რასაც დღეს ვუყურებთ „ქართული ოცნების“ განცხადებებს. აქამდე თავს ესხმოდმენ პოლიტიკურ პარტიებს, არასათავრობო ორგანიზაციებს, სოროსის ფონდს, ევროპარლამენტარებს, ახლა უკვე იერიშზე გადადიან საელჩოების წინააღმდეგ, მათ შორის ევროკავშირის წინააღმდეგ.
დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რათა ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვედროდა ამ განაცხადის გაკეთებას. ეს პრაქტიკულად მითითება იყო „ქართული ოცნებისთვის“, რომ მათ საკმარისი არ გააკეთეს ქვეყნის წარმატებისთვის, ამის საპასუხოდ ვხედავთ თავდასხმებს მის პოზიციაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს შანტაჟის ენით საუბარს.
“დღეს უკვე ევროკავშირის მისამართით მოვისმინეთ შანტაჟს ენით საუბარი. ჩვენ თუ ვერ მივიღეთ კანდიდატი წევრის სტატუსი, გამოაცხადებენ, რომ ამის მიზეზია ის, რომ არ ჩავერთეთ ომში. ღიად და აშკარად შევლენ დაპირისპირებაში დასავლეთთან.
კობახიძე შანტაჟის ენით ესაუბრება ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს აშშ-ს, ახლა უკვე ევროკავშირს, როგორც ჩანს, მყარად აქვს გადაწყვეტილი ივანიშვილს, რომ ეს ქვეყანა გადააბაროს რუსეთს და ამ დავალებას პირუთვნელად უსრულებენ მისი ქვეშევრდომები, როგორიცაა ირაკლი კობახიძიე და ირაკლი ღარიბაშვილი“, – განაცხადა სამადაშვილმა.
