
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სალომე სამადაშვილის „ლელოს“ ფრაქციაში გაერთიანებას „ფეისბუქზე“ ეხმაურება.
„სალომე სამადაშვილი „ლელო“-ში! როგორ არის ის სიმღერა?! ო, რერო რერო, ( გაგრძელება გახსოვთ ალბათ) ჰოდა ახლა იქნება: ო, ლელო, ლელო… იუმორი გადაგვარჩენს“,- წერს თაკო ჩარკვიანი.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში ფრაქციას ქმნის. ფრაქციის სახელწოდებაა „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“. „ლელოს“ პარლამენტში ოთხი მანდატი აქვს და მათ ფრაქციას უერთდებიან სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს, მოადგილე კი სალომე სამადაშვილი იქნება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს