
ავტორი
Front News საქართველო
"მეგობარი აქტი" მიდის სრული სვლით წინ და უახლოეს მომავალში კანონი გახდება, ამიტომ, ამ ხელისუფლებას არანაირი პოტენციალი და ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა არ აქვს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ქვეყანაში დამატებითი პოლიტპატიმრები გაჩნდებიან, გარდა იმ 50 ადამიანისა, რომელიც დღეს არის, ეს კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს.
"ჩვენ ვნახეთ, როგორ დამთავრდა ტირანაში შეხვედრა, იმგვარად დამთავრდა, რომ არცერთი განცხადება ჩვენ ევროპული მხრიდან არ მოგვისმენია, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ რაიმე პოტენციალი არსებობს ურთიერთობების გადატვირთვის.
"მეგობარი აქტი" მიდის სრული სვლით წინ და უახლოეს მომავალში კანონი გახდება, ამიტომ, ამ ხელისუფლებას არანაირი პოტენციალი და ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა არ აქვს. თუ ქვეყანაში დამატებითი პოლიტპატიმრები გაჩნდებიან, გარდა იმ 50 ადამიანისა, რომელიც დღეს არის, ეს კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს