Logo

სალომე სამადაშვილი – მინისტრისგან მოვისმინეთ ანატომიური აღწერა კორუფციული სქემების ჩვენს ქვეყანაში

პოლიტიკა
552
Frontnews image description

“ჩვენ, მინისტრისგან მოვისმინეთ ანატომიური აღწერა კორუფციული სქემების ჩვენს ქვეყანაში და გეოპოლიტიკური ინტერესების გადალაგება ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ“, – განაცხადა პარლამენტის უფრაქციო წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის მოსმენის დროს.

 

“დღეს, როდესაც რუსეთის ჯაშუშის, ფარცხალაძის წინააღმდეგ ხელისუფლება არა თუ არ ატარებს არანაირ ღონისძიებას, არამედ კონსტიტუციის და კანონის დარღვევით ხელს უწყობს მას, რომ მშვიდად გაიტანოს საკუთარი ფინანსური  აქტივები ამ ქვეყნიდან, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაიწყო  სამართლებრივი დევნა და ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ყადაღა დაედო მათ ანგარიშებს და მათ ქონებას. ამ სამართლებრივი დევნის და შევიწროების პირობებში, ცხადია, რომ პროექტს შეექმნა პრობლემები და თქვენ იცით, რომ დღეს მიმდინარეობს შესაბამისი დავა არბიტრაჟში.

 

ამიტომ, არ მიკვირს, რომ არც ერთ ამერიკულ კომპანიას არ შემოუტანია განაცხადი იმიტომ, რომ არავის სურს ფულის ჩადება ქვეყანაში, სადაც სახელმწიფომ შეიძლება კონფისკაცია ჩაუტაროს მის ჩადებულ რესურსებს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ე.წ. კონკურსში გამარჯვებული რატომღაც აღმოჩნდება, სწორედ,  ჩინური შესაბამისი განმცხადებელი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები