
ავტორი
Front News საქართველო
მინისტრისგან, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი გამოგლიჯა, ალბათ, არც ის გაგვიკვირდება, რომ კალმები აეცალა ქართველი მწერლებისთვის და კარგია, რომ ამას არ აპირებთ, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს, რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.
“გამოსვლის დროს გისმინეთ და ერთადერთი, რაც გავიგე არის, რომ მხოლოდ პოლიტიკური მოტივაცია უდევს სარჩულად თქვენს დამოკიდებულებას კონკურს „ლიტერასთან“ დაკავშირებით. თქვენ თქვით, რომ არ აპირებთ მწერლობას და ეს კარგია. თუ შეიძლება, ზუსტად განგვიმარტოთ, რატომ ერჩით „ლიტერას“, რადგან მე აქ მაქვს 120 ქართველი მწერლის ხელმოწერილი მიმართვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკურსი და მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რას ერჩოდით ამ კონკურსს? “, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს