
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს. ამ საკითხზე დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა. კონსულტაციებში “ლელოს“, “სტრატეგია აღმაშენებლის“ და “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მონაწილეობენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის თქმით, კანონპროექტის მომზადებისას ვერცერთი ქვეყნის ანალოგიას ვერ გაითვალისწინებენ.
“საქართველო არის სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ძალაუფლება მიტაცებული აქვს ადამიანს, რომელიც ფლობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30 პროცენტს, ასეთი უნიკალური მოდელი შექმნა ბატონმა ბიძინამ, რომელიც დაჰპირდა საზოგადოებას, რომ ევროპას გააოცებდა – მსგავსი ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს, ამიტომ დეოლიგარქიზაციის ვერანაირ საკანონმდებლო ანალოგს ვერ გამოვიყენებთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ვიდრე ქვეყნის დეოლიგარქიზაცია არ მოხდება, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
“ქართული ოცნების“ 10-წლიანი მმართველობის შედეგად არის გაღატაკებული, გაღატაკებულ ქვეყანაში პირებს, რომლებიც ფლობენ დისპროპორციულად დიდი რაოდენობით ეკონომიკურ რესურსებს, შეუძლიათ არამხოლოდ ზეგავლენის მოხდენა პოლიტიკურ პროცესზე, არამედ სახელმწიფოს მიტაცება. ეს არის ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა საქართველოში ანუ მან დაასრულა საქართველოს სახელმწიფო, მიიტაცა სახელმწიფო ინსტიტუტები და ჩვენ გვეუბნებიან, რომ სანამ ეს ინსტიტუტები არ გათავისუფლდება ოლიგარქის მფლობელობისგან, ვერანაირი კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთ და არანაირი მომავალი ევროკავშირში არ გაქვთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს