სალომე სამადაშვილი – “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უმძიმესი პრობლემები

ავტორი
Front News საქართველო
ცხადია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ბრძოლა შიდა გავლენებისთვის, – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა განცხადა.
მისი თქმით, “ლელოს“ პოზიციაა, რომ გამარჯვების ფორმულა არ არის “ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო კავშირის შეკვრა.
“ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უმძიმესი პრობლემები. მე არ მგონია, რომ ის პროცესები, რაც დღეს პარტიაში ვითარდება, ამ პრობლემებს გადაჭრის, ვფიქრობ, რომ ალბათ, უფრო პირიქით. ცხადია ერთი რამ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” მიდის ბრძოლა შიდა გავლენებისთვის. არ მგონია, რომ ამ პროცესებს რაიმე პოზიტიური შედეგი ექნება იმ მთავარი ამოცანის განსახორციელებლად, რომელიც ჩვენ გვაქვს. ეს არის ხელისუფლების შეცვლა ქვეყანაში და მმართველი პოლიტიკური გუნდის დამარცხება. ამიტომ, ჩვენი ღრმა რწმენით “ნაციონალურ მოძრაობასთან“ წინასაარჩევნო ალიანსი არ არის გამარჯვების ფორმულა. “ნაციონალური მოძრაობის” სტრუქტურა ისეთია, რომ ელექტორალური თვალსაზრისით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობების საკითხი როგორ გადანაწილდება პარტიაში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, პარტიას ელექტორალური მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გამოკლების შემთხვევაში კიდევ უფრო შემცირდება.
თაგები:
სალომე სამადაშვილი




