
ავტორი
Front News საქართველო
არ ვიზიარებ იმ მიდგომას, რომ ოპოზიციაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. ოპოზიცია აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. ოპოზიცია ვერ დაამარცხებს ხალხის გარეშე ავტოკრატიულ რეჟიმს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთის რეაგირება საქართველოსთან მიმართებით ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
“დასავლეთის რეაგირებისა და დასავლეთის პოლიტიკის განსაზღვრა პირდაპირ არის დამოკიდებული ქართველი ხალხის საქციელთან. გააპროტესტებს ქართველი ხალხი იმას, რაც ივანიშვილმა გააკეთა? იბრძოლებს ჩვენთან ერთად ევროპაც. თუ ქართველი ხალხი შექმნის განცდას, რომ ჩვენ ვეგუებით ამ მოცემულობას, ჩვენ ნაცვლად ვერავინ ვერ იბრძოლებს იმიტომ, რომ ქართველებზე უფრო არავის არ სჭირდება საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა.
მე არ ვიზიარებ იმ მიდგომას, რომ ოპოზიციაზეა ახლა ყველაფერი დამოკიდებული. ოპოზიცია აკეთებს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. ოპოზიცია ვერ დაამარცხებს ხალხის გარეშე ავტოკრატიულ რეჟიმს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს