სალომე სამადაშვილი – ქუჩის პროტესტი არის ძალიან კარგი, მაგრამ ამის მიღმა პოლიტიკური პროცესიც უნდა არსებობდეს


ავტორი
Front News საქართველო
ტრენდი გახდა ოპოზიციის კრიტიკა. როდესაც ავტოკრატიულ რეჟიმში ვცხოვრობთ, ოპოზიციის მიმართულებით ისრების გაშვერა იგივეა, რაც ტყვედ აყვანილი ადამიანი დაადანაშაულო, რომ ის არის ტყვედ აყვანილი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია საერთაშორისო მიმართულებით აკეთებს იმას, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა აკეთებდეს.
“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ქუჩის პროტესტი არის ძალიან კარგი. ამას აქვს თავისი ფორმა. მე მიმაჩნია, რომ ამ პროტესტს პოლიტიკური ლიდერი რომ არ ჰყავს კარგია, იმიტომ, რომ ადვილი, ხელმოსაჭიდებელი სამიზნე არ არის რეჟიმისთვის, რადგან სახალხო ხასიათის არის ეს პროტესტი. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამის მიღმა პოლიტიკური პროცესიც უნდა არსებობდეს. არსებობს რაღაც ფორმატები, საერთაშორისო მიმართულებაზე ძალიან ეფექტიანად მუშაობს ოპოზიციას და ჩვენი მწირი შესაძლებლობებით ვაკეთებთ იმას, რასაც მთელი საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა აკეთებდეს. ეს წარმატებული მიმართულებაა.
ტრენდი გახდა ოპოზიციის კრიტიკა. როდესაც ავტოკრატიულ რეჟიმში ვცხოვრობთ, ოპოზიციის მიმართულებით ისრების გაშვერა იგივეა, რაც ტყვედ აყვანილი ადამიანი დაადანაშაულო, რომ ის არის ტყვედ აყვანილი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს