სალომე სამადაშვილი – რაც ჩვენ დავინახეთ ანგარიშში, აჩვენებს, რატომ ვერ მივიღეთ ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი


ავტორი
Front News საქართველო
“სახალხო დამცველის ანგარიში არის სარკე და ის სახე, რაც ჩვენ დავინახეთ ამ ანგარიშში, აჩვენებს, რატომ ვერ მივიღეთ ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ აღარ დაუშვას მსგავსი შეცდომა და დამოუკიდებელ კანდიდატს არ მიეცეს შესაძლებლობა დაიკავოს სახალხო დამცველის პოსტი. თუმცა, მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირის მოთხოვნა ეს სწორედ იმიტომ არის, რომ ამ მოთხოვნის შესრულების გარეშე არანაირ კანდიდატის სტატუსს ეს ქვეყანა არ მიღებს.“,-ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცადა, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.
სალომე სამადაშვილმა სახალხო დამცველს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მათ შორის ქართველი ხალხის სახელითაც იმისთვის, რომ თქვენ მართლა იყავით სახალხო დამცველი. შემთხვევითი არ არის, რომ იმ 12 მოთხოვნაში, რომელიც ევროკავშირმა დაგვიწესა, როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნები, ცალკე პუნქტად შევიდა სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის დაცვა. ვფიქრობ თქვენმა საქმიანობამ დაამტკიცა რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

მამუკა გამყრელიძე – თუ ეს სტატუსი ვერ მივიღეთ, ევროკავშირი დაკარგავს მონიტორინგის ბერკეტს, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს

შალვა პაპუაშვილი – პირობითად თუ გაიყვანა რომელიღაცა პარტიამ 15 პარლამენტის წევრი, მე-16-დან შეუძლიათ ეს სია ჩახსნან, 15 კაცს თითს ვერ დაადებს ვერცერთი პარტია

სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ ის, რაც უკვე ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან, ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს