სალომე სამადაშვილი – რუსეთის სატელიტ, მოძალადე დაჯგუფებას არ უნდა მიეცეს არანაირი შანსი, რომ მოიპოვონ რაიმე სახის აკრედიტაცია


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის სატელიტ, მოძალადე დაჯგუფებას, რომელსაც დღეს ჰქვია “ქართული ოცნება”, არ უნდა მიეცეს არანაირი შანსი, რომ მოიპოვონ რაიმე სახის აკრედიტაცია, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არ უნდა მიეცეს არანაირი შესაძლებლობა, რომ არც ევროსაბჭოში მოიპოვოს რაიმე სახის აკრედიტაცია.
“ამ მისიის შეფასებები, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას შეაფასებს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ცხადია, არალეგიტიმურ, რუსეთის სატელიტ, მოძალადე დაჯგუფებას, რომელსაც დღეს ჰქვია “ქართული ოცნება”, არ უნდა მიეცეს არანაირი შანსი, რომ მოიპოვონ რაიმე სახის აკრედიტაცია რომელიმე საერთაშორისო ასპარეზზე მყოფ ორგანიზაციაში, მათ შორის ევროსაბჭოში”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოში PACE-ს მონიტორინგის მისია იმყოფება.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი – არანაირი შანსი არ აქვს საქართველოს, რომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, თუ არ დაინიშნება ახალი არჩევნები

სალომე სამადაშვილი – დიახ, ჩვენ ვამბობთ, რომ დროულად უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რათა არ დასანქცირდეს ჩვენი ქვეყანა

სალომე ზურაბიშვილი – თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ 2008 წლის მოვლენებზე, ზუსტად ისაა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებდნენ ყველა შესაძლებლობას