სალომე სამადაშვილი – საერთაშორისო დონეზე სერიოზულ გამოწვევას ქმნის ის, რომ გახარიას პარტიას აქვს მანდატები, ახსნან, რა არის ლოგიკა


ავტორი
Front News საქართველო
გახარიას პარტიის ხარჯზე მათ შეუძლიათ, რომ 100 დეპუტატი ჰყავდეთ პარლამენტში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი საერთაშორისო დონეზე ქმნის სერიოზულ გამოწვევას.
“საერთაშორისო პარტნიორებს, ერთი მხრივ, კარგად ესმით, რომ ახალი არჩევნების გარეშე ამ პრობლემებს ვერაფერი გადაჭრის, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდათ, დაინახონ, როგორ შეიძლება რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა ახალი არჩევნების მიმართულებით. აქ შედის ოპოზიციის ერთსულოვნებისა და ერთიანობის თემა იმიტომ, რომ დღეს ე.წ. პარლამენტში არსებობს მანდატების დონეზე წარმოდგენილი პარტია – “გახარია საქართველოსთვის”, გახარიას პარტიის ხარჯზე მათ შეუძლიათ, რომ 100 დეპუტატი ჰყავდეთ პარლამენტში. საერთაშორისო დონეზე სერიოზულ გამოწვევას ქმნის ის, რომ დღეს გახარიას პარტიას აქვს მანდატები. ახსნან, რა არის ლოგიკა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს