Logo

სალომე სამადაშვილი – საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერის თხოვნით ხატია დეკანოიძემ რამდენიმე კვირის წინ მოგვმართა

პოლიტიკა
03.01.2022 / 16:49
Frontnews image description

საგამოძიებო კომისიის მხარდაჭერის თხოვნით  ხატია დეკანოიძემ რამდენიმე კვირის წინ მოგვმართა, – ამის შესახებ Front News-ს საპრლამენტო ფრაქციის “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით განუცხადა. 

 

დეპუტატის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის მხარდაჭერას დაპირდნენ. 

 

“რამდენიმე კვირის წინ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, კერძოდ კი,  მისი ფრაქციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ მოგვმართა თხოვნით ჩვენს ფრაქციას, რომ დავუჭიროთ მხარი ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. მან მიიღო ჩვენგან ზეპირი შეთანხმება, რომ ასეთი ინიციატივის შემთხვევაში ჩვენ მხარს დავუჭერთ მას. ამიტომ როდესაც საკითხი დღის წესრიგში დადგება, ვერ ვისაუბრებ მთელი ფრაქციის სახელით, თუმცა ვფიქრობ,  რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ მას და არ გვექნება ეს პოზიცია გადახედული”,-  განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი მის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა. პარლამენტში საგამოძიებო  50 დეპუტატის ხმა არის საჭირო. ამისათვის “ნაციონალური მოძრაობას”  საპარლამენტო ბოიკოტზე უარის თქმა მოუწევს.

Advertisement