სალომე სამადაშვილი – საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ გვახსენდება ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არა მხოლოდ მიდის თანამდებობიდან, არამედ ტოვებს მანდატს


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და პარლამენტის თავმჯდომარედ ასარჩევად წარდგენილ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.
“დღეს ვერც ბატონ კუჭავას გადავუხდი მადლობას გაწეული საქმიანობისთვის და ვერც ბატონ პაპუაშვილს ვუსურვებ წარმატებას და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რატომ. პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური აბსურდია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არა მხოლოდ მიდის თანამდებობიდან, არამედ ტოვებს მანდატს. ასეთი რამ საქართველოს პარლამენტის ისტორიაში არ გვახსენდება, მაგრამ ალბათ არც ის არ გვახსენდება, რომ პარლამენტის არჩევიდან ერთი წლის მანძილზე მესამედ უწევს პარლამენტს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს აჩვენებს, რომ რამდენიც არ უნდა ისაუბროთ აქ ხელოვნურად ოპოზიციის მიერ შექმნილ კრიზისზე, ხელოვნურ პოლარიზაციაზე რეალურად პოლიტიკური კრიზისი შექმნა თქვენი პოლიტიკური გუნდის არჩევანმა, რომ ხელისუფლებაში დარჩენილიყო მიუხედავად ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნებისა და ეს პოლიტიკური არასტაბილურობა დღესაც გრძელდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.
