
ავტორი
Front News საქართველო
მომავალ კვირას საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჩამოდის, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილზე და მისი გათავისუფლების გზებზე ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს უნდა მიეცეს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა და “ქართულ ოცნებას” აქვს ამის ყველანაირი ბერკეტი.
“ჩვენ გვექნება შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, რომელიც ვიზიტით ჩამოდის მომავალ კვირას საქართველოში. ჩვენ გვექნება საუბარი ამ კონკრეტულ გზებზე, როგორ შეიძლება გადაიჭრას ეს პრობლემები, ამ ეტაპზე.
ხელისუფლება ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი გამოსავალი, მათ შორის იურიდიული საფუძველი და ეს ესე არ არის. იურიდიულად შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი თუ იქნება ამის პოლიტიკური ნება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს