სალომე სამადაშვილი – საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება


ავტორი
Front News საქართველო
“საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ვირტუალურ კონფერენციაზე განაცხადა.
“როგორც იხილეთ, პარლამენტის სპიკერმა ისაუბრა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში მომხდარ ძალადობაზე, თუმცა ის, რაც სავარაუდოდ მან არ ახსენა და მე ვარ ვალდებული ვახსენო არის მმართველი პარტიის ლიდერების როლი იმ გარემოებების შექმნაში, სადაც ძალადობა შეიძლება მოხდეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბატონმა კობახიძემ გააკეთა განცხადებები LGBTI-უფლებების დაცვაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომ მათ მართავს ოპოზიცია, რომ ისინი ანტიქრისტიანულია, ანტიქართული. ჩვენი შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ ძალიან მკაფიო სიგნალებს, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია ძალიან სწრაფად უარესდება” – განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს