
ავტორი
Front News საქართველო
კობახიძე რას ამბობს, საერთოდ ნაკლები მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ის არანაირ ფიგურას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ჩიქოვანის განცხადებები ადასტურებს, რომ მმართველ პარტიას არ აქვს მოლოდინი გამარჯვების და დეპუტატის შეფასებით, ამის დასტურია ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაც.
“რაც შეეხება, “ქართული ოცნების” დღევანდელ მდგომარეობას, მათ რომ ძალიან უჭირთ ელექტორალურად, ამის ძალიან ნათელი სიგნალია ივანიშვილის ღიად დაბრუნება პოლიტიკაში.
ბარიერი დარჩება 5 პროცენტი, დაიწევს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს “ქართული ოცნება” დამაჯერებლად წააგებს. მთელი ეს საუბარი, რაც გვესმის “ქართული ოცნებისგან”, აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ მათ ძალიან მორყეულად მიაჩნიათ საკუთარი პოზიციები შემდეგი არჩევნებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“ქართული ოცნების” ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებენ და პარლამენტში ძალიან მყარი უმრავლესობა ექნებათ.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს