სალომე სამადაშვილი – შესაძლოა, ისედაც ვალებში ჩავარდნილ ქვეყანას დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობის აღება მოუწიოს

ავტორი
Front News საქართველო
“ნამახვანჰესის” პროექტის განუხორციელობლობით, შესაძლოა, ისედაც ვალებში ჩავარდნილ ქვეყანას დამატებითი ფინანსური პასუხისმგებლობის აღება მოუწიოს, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა კომპანია “ენკას” განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, ამ პროექტის ჩავარდნა ქვეყნისათვის საზიანოა.
“მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტის მიმართ პასუხგაუცემელი კითხვები არსებობდა, მგონი, ყველა თანხმდებოდა, რომ ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ამ პროექტის განუხორციელებლობით, ჩვენ გკარგავთ შესაძლებლობას ვიყოთ ენერგოდამოუკიდებლობით უფრო ძლიერი. გარდა ამისა, საქართველოს გადასახადის გადამხდელებს, ვალებში ისედაც ღრმად ჩავარდილ ქვეყანას, შეიძლება მოუწიოს დამატებით ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.
ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს – $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


