
ავტორი
Front News საქართველო
სისტემის მამხილებლობას დღეს ხელი უნდა შევუწყოთ ყველამ, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს, – ამის შესახებ “ლელოს საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ოჯახი ისე დასაჯოს, რომ სისტემის მხილების სურვილი სხვას აღარ გაუჩნდეს.
“სისტემას მიეცა ბზარი. სისტემის ნაწილი ვინც იყვნენ, ის ხალხი აღმოჩნდა დღეს მამხილებლის როლში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა მამხილებელი არა თუ გააჩუმოს, არამედ ისე სამაგალითოდ დასაჯოს და შეაშინოს, რომ არავის, სხვას, იგივეს გაკეთების სურვილი არ გაუჩნდეს.
ამიტომ მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება მაქვს, კორუმპირებულად მიმაჩნია თუ არა, ან რა გზით გამდიდრდა, ან არ გამდიდრდა, სისტემის მამხილებლობას დღეს ხელი უნდა შევუწყოთ. როგორც თავისუფალმა მასმედიამ, ასევე არასამთავრობო სექტორმა, ოპოზიციამ და ყველამ, ვისაც სურს, რომ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, მათ შორის საგამოძიებო კომისიის შექმა, რაც მისცემს ფორუმს იმ ადამიანებს, ვინც არიან მზად, გასცენ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აპრიორი გამოცხადება იმისა, რომ ეს საგამოძიებო კომისია არ უნდა შეიქმნას, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს