სალომე სამადაშვილი – თუ ივანიშვილია ამ ქვეყნის მშვიდობის გარანტორი, მაშინ თქვენ რას აკეთებთ?


ავტორი
Front News საქართველო
ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომი არ იქნებოდა, – ეთანხმებით თუ არა ამ განცხადებას? – ამ კითხვით მიმართა “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ჩიქოვანს.
სალომე სამადაშვილმა ჩიქოვანს მიმართა, თუ ივანიშვილია ამ ქვეყნის მშვიდობის გარანტი, მაშინ თავად რას აკეთებს ქვეყნის თავდაცვისთვის?
“გვახსოვს, სხვა პარტიებს რომ წარმოადგენდით, 2016 წელს აცხადებდით, რომ “ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ტოტალურად გააყალბა და 2020 წელს შეუერთდით ამ პარტიას და ახლა, როდესაც გაუყალბებელ მთავრობას წარმოადგენთ ბატონო ირაკლი, თქვენი პარტიის ყრილობაზე გაჟღერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომი არ იქნებოდა. მე მაინტერესებს, თქვენ, რომელიც იყავით მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე და ქალბატონი თეა ახვლედიანი, რომელიც ასევე მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობდა, იზიარებთ თუ არა, რომ 2008 წელს ივანიშვილი რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ომი არ იქნებოდა? ასევე მაინტერესებს, რას ფიქრობთ, ივანიშვილი 2008 წლის ომის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების სათავეში რომ აღმოჩენილიყო, რუსეთი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომსაც არ დაიწყებდა? ამაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი და თუ ასეა და თუ ივანიშვილია ამ ქვეყნის მშვიდობის გარანტორი, მაშინ თქვენ რას აკეთებთ? რა საჭიროა ან მინისტრთა კაბინეტი ან თავდაცვის სამინისტრო? ბატონო მინისტრო, თუ შეიძლება რომ ამაზე გაგვცეთ პასუხი.
ასევე ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა, მაგრამ ვერ მოვისმინე სიტყვა უკრაინის გამარჯვებაზე. მაინტერესებს, ამ ქვეყნის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, თუ არა, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს სახელმწიფოს აქვს მომავალი და ამასთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია. როდესაც დღეს, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ძალიან აქტიურად ლობირებენ, რომ უკრაინას ყველანაირი დახმარება მიეცეს, რაც გამარჯვებას სჭირდება, მაინტერესებს, რის გაკეთებას აპირებთ, როგორც თავდაცვის მინისტრი? თქვენმა წინამორბედმა დაცული ცა არც ჩვენ ქვეყანას დაუტოვა, არც უკრაინის დახმარებით გამოუჩენია თავი, მაგრამ თავისი ოჯახის და საკუთარი ფინანსური ინტერესები დაცული დატოვა, ასე მიდის თანამდებობიდან. თქვენ რას აპირებთ?“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:
სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი – თქვენ ხართ ორი პოლიტიკური ძალა, რომლებიც შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს

სალომე სამადაშვილი – ბოდიში უნდა მოუხადოთ საკუთარ ოჯახს და საკუთარ შვილებს, რადგან გიწევთ ამ სირცხვილით ცხოვრება, რადგან ამ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წახვედით

სალომე სამადაშვილი – თქვენ უკვე აღარ გხვდებიან ევროპაში, რადგან თქვენთან საუბარს აღარ აქვს აზრი