Logo

სალომე სამადაშვილი – თუ როგორ ფასდება ევროპაში „ქართული ოცნება“, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში წავიკითხეთ

პოლიტიკა
627
Frontnews image description

“ევროპაში სრული პოლიტიკური კონსენსუსი იმაზე როგორ თუ  ფასდება „ქართული ოცნება“ და ჩვენ ეს წავიკითხეთ ევროპარლამენტის საგარეოს კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში.  ის ხელისუფლება რომლის დღის წესრიგიც მართლაც ევროკავშირში გაწევრიანებაა დღეს აქ მორიგ ჯერზე ტყუილებს კი არ უნდა საუბრობდეს, არამედ გულდასმით უნდა მუშაობდეს იმისთვის, რომ სანამ ევროპარლამენტი საბოლოოდ კენჭს უყრის აღნიშნულ დოკუმენტს პლენარულ სხდომაზე, იქ რაიმე გაუმჯობესება შედგეს“, – განაცხადა უფრაქციო პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“  ოპოზიციას ევროკომისარის საქართველოში ვიზიტამდე უნდა შეთანხმებოდა  სახალხო დამცველობის კანდიდატზე.

 

“ქართული ოცნება“  დღეს ხვდება გაფართოების საკითხებში  ევროკომისარს და  ძალიან მაინტერესებს რომელი ერთი მოთხოვნა არის  ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან დღეს შესრულებული. მაინტერესებს, მაგალითად, რამ შეუშალა ხელი  „ქართულ ოცნებას“ დღევანდელ ვიზიტამდე სახალხო დამცველობის ისეთ კანდიდატზე მომხდარიყო შეთანხმება,  რომელიც იქნებოდა მისაღები და დამოუკიდებელი. სად არის თქვენი პოლიტიკური ნება და ევროკავშირის მოთხოვნების რომელი ერთი პუნქტია  შესრულებული?“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები